ქინქლაძე: "ქეცბაია მარტო კლუბზე არ ფიქრობს, ნაკრებზე ზრუნავს"
4 წლის წინ
ქართული სპორტი
2 წთ
„ყველა ამბობს, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ ოპტიმისტურად არიან განწყობილები. მე პირადად ბელარუსთან შეხვედრას რეალისტურად ვუყურებ. ამბობენ, მოვლენებს არ უნდა გავუსწროთო – უნდა გავუსწროთ! ეს ისეთი თამაშია, რომ უნდა მოვიგოთ. მესმის, ფეხბურთელებზე ზეწოლააა, მაგრამ მოთამაშე ნაკრებში 50-60 შეხვედრას რომ ჩაატარებს, მისთვის ეს ზეწოლა ტვირთი აღარ უნდა იყოს. ჩვენი დამოუკიდებლობიდან 30 წელი გავიდა და ასეთი დონის თამაში არ გვქონია, ვერც ევროპის ჩემპიონატზე მოვხდით და ვერც – მსოფლიოზე. ჩემი გადასახედიდან, ამ ორ თამაშს მნიშვნელობით 1981 წლის 13 მაისის მატჩს შევადარებ.“ – ამბობს ქინქლაძე.