Belive

"პირველი ტაიმი ძალიან კარგი გვქონდა, ეს ჩვენი თავდაჯერებისთვის კარგია" - ვილი სანიოლი

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ევრო 2024-ის შესარჩევზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან 3:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა

ვფიქრობ პირველი ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ. გვქონდა მომენტები და თავს კარგად ვიცავდით. მეორე ტაიმში კი უკვე ფიზიკური დაღლა დაეტყოთ ფეხბურთელებს, რადგან სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი მატჩით, ბოლო ორ თვეში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და გუნდის დონემ აიწია, საშინელი 7-1-ის შემდეგ ჩვენ თამაში გავაუმჯობესეთ. პირველი ტაიმი ძალიან კარგი გვქონდა, ეს ჩვენი თავდაჯერებისთვის კარგია.

ლუის დე ლა ფუენტეს, ვუთხარი, რომ ესპანეთი საფრანგეთთან ერთად ევროპის საუკეთესო გუნდია.

გავის ტრავმაზე

ფეხბურთელები წელიწადში ძალიან ბევრს თამაშობენ, სამწუხაროდ ტრავმები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, ძალიან ვწუხვარ მასზე, ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება და დაბრუნდება ისეთივე ძლიერი, როგორც ადრე.

სხვა სტატიები