დღეს ბაქოში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა ძიუდოში, სადაც პირველივე დღეს ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს.
ამირანმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, მასპინძელი კარამატ ჰუსეინოვი დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.