Belive

"პირველი 60 წუთით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შემდეგ იყო შეცდომები, რომელიც გამოსასწორებელია" - ვილი სანიოლი

5 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩის შემდეგ ვილი სანიოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა

ფრანგმა მწვრთნელმა საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხზე და შედეგზე ისაუბრა:

პირველი 60 წუთი გუნდით კმაყოფილი ვიყავი , როგორც ბურთით, ისევე უბურთოდ ძალიან კარგად ვმოქმედებდით. გვყავს ძალიან კარგი მოთამაშეები, რომლებსაც კლუბში დრო თითქმის არ ეძლევათ, მიქაუტაძეს მე-60 წუთზე უკვე დაღლილობა ეტყობოდა და ეს იყო გარდამტეხი მომენტი რის გამოც ისე ვერ ვითამაშეთ როგორც პირველ ტაიმში. ვფიქრობ რომ მარტისთვის ძალიან კარგი მოსამზადებელი შეხვედრა იყო და ბევრი კარგი რამ დავინახე.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა შეცდომებზე და დანაკლისზე ისაუბრა

რაც შეეხება შეცდომებს, ვრცელ ანალიზს აუცილებლად გავაკეთებ. არაერთი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა კიტეიშვილი და ხოჭოლავა, რომლებიც მარტში აუცილებლად დაგვეხმარებიან და იმედია შეცდომებიც გამოსწორდება.

მატჩის მიმდინარეობისას გუნდის შეუთამაშებლობაზე

აუტის მოწოდებაზე გვიწევს მუშაობა, რომლის დროსაც ბევრი შეცდომა დავუშვით. მხოლოდ ერთი თამაში ჩავატარეთ ერთად, ბევრი ფეხბურთელი კვირას და ორშაბათს შემოგვიერთდა და ეს ასპექტი აუცილებლად გამოსასწორებელია. ხვიჩა დიდი ხანია მაღალ დონეზე თამაშობს. ჩემთვის სასიამოვნოა რომ გიორგი ჩაკვეტაძე თავის საუკეთესო ფორმას დაუბრუნდა და ის წამყვანი ფეხბურთელია რომელიც ჩვენს ნაკრებს სჭირდება. ხვიჩა ძალიან კარგი იყო მოედანზე, მაგრამ რათქმაუნდა შეცდომები ჰქონდა, შეცდომები ყველას მოსდის, მესისაც კი ჰქონია. საბოლოო ჯამში შეცდომების გამოსწორებაზე ვიზრუნებთ და ეს აუცილებლად იქნება.

არმინდა რომ ფეხბურთელების შეუთამაშებლობა გამართლება იყოს, უბრალოდ მინდა ვისაუბრო იმ ფაქტზე რაც წინ გვაქვს, მარტამდე დიდი დროა და პროგნოზების გაკეთება რთულია. ამ თამაშამდე ვიცოდი, რომ 60 წუთზე მეტს მაღალ დონეზე თამაშს ვერ შევძლებდით. დღეს გუნდის ფიზიკური მზადყოფნა ასეთია. დადებით მხარეებს რაც შეეხება, შოტლანდიას რომ გოლი ვერ გაეტანა, ჩვენს შემდეგ, რათქმაუნდა ჩვენთვის ყველაფერი კარგად დამთავრდებოდა, შეცდომები ყოველთვის არის მოთამაშეების მწვრნელების მსაჯების და ა.შ.

სხვა სტატიები