Belive

პარიზის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია | შემადგენლობა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
16-17 ოქტომბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები 5 სპორტსმენით წარსდგება. საინტერესო არის ის ფაქტი, რომ ამ შეჯიბრზე, -73 კგ წონით კატეგორიაში ბედს სცდის ვაჟა მარგველაშვილი, რომელიც აქამდე ყოველთვის -66 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. როგორც Live.ge-მ გაარკვია, ვაჟა მხოლოდ ამ შეჯიბრზე იჭიდავებს -73 კგ წონით კატეგორიაში, შემდეგ შეჯიბრებზე კი საკუთარ წონაში იასპარეზებს.

შემადგენლობა

-73 კგ: ვაჟა მარგველაშვილი -81 კგ: ტატო გრიგალაშვილი -90 კგ: ლუკა მაისურაძე -100 კგ: ონისე სანებლიძე -57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი

სხვა სტატიები