Belive

ოთარ კიტეიშვილი: "ესპანეთთან დინამო არენაზე მატჩს მოუთმენლად ველი"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩს საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ფურია როხასთან" დაპირისპირების წინ, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "დინამო არენაზე" თამაში მისთვის და ნაკრებისთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული.

"რთული მატჩები გველოდება. ჯგუფის ორ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. სასიამოვნოა, რომ ესპანეთთან მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ყოველთვის განსხვავებული ემოცია იგრძნობა გულშემატკივრისგან. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას.

გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. დღეს სრული შემადგენლობით შევიკრიბეთ და იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის დახმარებით სასურველ შედეგს მივაღწევთ", - თქვა ოთარ კიტეიშვილმა.

საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე", 8 სექტემბერს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები