ოლიმპიური მედალოსნები სახელმწიფოსგან ფულად ჯილდოს მიიღებენ
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ზაფხულის ოლიმპიადა სულ მალე აიღებს სტარტს. მთავარ სპორტულ ღონისძიებას საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს. ოლიმპიადა 26 ივლისს და 11 აგვისტოს დასრულდება.
რა თქმა უნდა, პარიზში ქართველი სპორტსმენებიც გაემგზავრებიან. საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა ცოტა ხნის წინ ოლიმპიური ფიცი დადო და ათლეტები პარიზში გასამგზავრებლად მზად არიან.
ტრადიციულად, მედლის პრიზიორებისთვის ფულადი ჯილდოები დაწესდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოქროსმედალოსანი - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანი - 500 000 ლარს, ბრინჯაოსმედალოსანი კი, 250 000 ლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ მთავარ სპორტულ ღონისძიებაზე საქართველოს სახელით 28 სპორტსმენი იასპარეზებს.