Belive

ოლიმპიადის შესარჩევი იწყება - 7 დინამოელი წყალბურთის ნაკრებში

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
14 თებერვალს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები უმნიშვნელოვანეს საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს. დეიან სტანოევიჩის გუნდი ტოკიოს ოლიმპიადაზე მოსახვედრად იბრძოლებს. მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა იმ მოთამაშეთა სია, ვინც 14-21 თებერვალს როტერდამში გასამართ შესარჩევ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს. სტანოევიჩის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრებს "დინამო თბილისის" 7 წევრი: ბექა ქავთარაძე, ბესო ახვლედიანი, ანდრია ბითაძე, ბორის ვაპენსკი, მარკო ელაჩა, სანდრო ადეიშვილი და ირაკლი რაზმაძე დაეხმარება.
148489172_2876101882632613_818019528558721250_o
სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება: ბექა ქავთარაძე, ბესო ახვლედიანი, ანდრია ბითაძე, ბორის ვაპენსკი, მარკო ელაჩა, სანდრო ადეიშვილი, ირაკლი რაზმაძე, მარკო ელეზი, ფაბიო ბარალდი, ნიკოლოზ შუშიაშვილი, რევაზ იმნაიშვილი, ხვიჩა ჯახაია, ნიკოლოზ შუბლაძე, გიორგი მაგრაქველიძე, ვატო დადვანი. გეტყვით, რომ საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები A ჯგუფში, თურქეთის, კანადის, საბერძნეთის, მონტენეგროსა და ბრაზილიის გუნდებთან მოხვდა. პლეი-ოფის საგზურს ჯგუფის 4 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. დეიან სტანოევიჩის ნაკრები პირველ შეხვედრას 14 თებერვალს, საბერძნეთთან ჩაატარებს.  

სხვა სტატიები