Belive

ოლიმპიადის რევანში აღებულია - სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია!

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ფარიკაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ძალიან წარმატებულად ასპარეზობს - სანდრო ბაზაძე. სანდრომ 1/4 ფინალში, სწორედ ის 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, უნგრელი მეტოქე - არონ სილაგი დაამარცხა, რომელთანაც ტოკიოს ოლიმპიადაზე მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. სანდრომ მეტოქე 15:8 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, ფრანგი - ელიოტ ბიბი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 20:10 საათზე ჩანიშნული.

სხვა სტატიები