ოფიციალურად: შოთა არველაძე ქაშიმფაშაში დაბრუნდა
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე ქაშიმფაშას მთავარი მწვრთნელია.
ოფიციალურ ინფორმაციას თურქეთის სუპერ ლიგის წარმომადგენელი გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.
"კეთილი იყოს შენი მობრძანება სახლში, შოთა არველაძე.
ერთად გატარებული წარმატებული პერიოდის შემდეგ მოხარულები ვართ, რომ ახალ სეზონშიც ერთად ვიმუშავებთ.
მოგესალმებით სახლში და წარმატებას გისურვებთ ახალ მისიაში", - წერს ქაზიმფაშას ოფიციალური გვერდი.
შოთა არველაძე, რომელსაც აზ ალკმაარში ლუის ვან გაალის ასისტენტად, ასევე ქაიზერისპორის, ტრაბსონზპორის, ტაშკენტის ფაქთაქორის, ჰალ სიტის და კარაგუმრუქის მთავარ მწვრთნელად უმუშავია, ქაშიმფაშას 2012 წლიდან 2015 წლამდე ხელმძძღვანელობდა და გუნდი მოედანზე 91-ჯერ გაიყვანა.