Belive

ოფიციალურად: სანდრო მამუკელაშვილმა სან ანტონიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

სანდრო მამუკელაშვილისა და სან-ანტონიო სპურსის თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა, კლუბმა ეს ყველაფერი მხოლოდ 27 ივლისს დაადასტურა. კლუბის წესების მიხედვით, კონტრაქტი ერთწლიანია, დანარჩენი დეტალები კლუბის პოლიტიკიდან გამომდინარე, არ ხმაურდება.

მამუმ სან-ანტონიოსთან პირველი კონტრაქტი მიმდინარე წლის 3 მარტს, სეზონის ბოლომდე გააფორმა, კლუბში 19 მატჩი ჩაატარა და სეზონი მშვენიერი მაჩვენებლებით დაასრულა, საშუალოდ მისი მონაგარი 23.3 წუთში 10.8 ქულას, 6.8 მოხსნას და 2.4 ასისტს შეადგენდა.

სანდრო ამჟამად საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ტრევიზოში იმყოფება, სადაც ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპს გადის.

სხვა სტატიები