ოფიციალურად: გიორგი ზარიამ ალმაატის ქაირათი დატოვა
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, გიორგი ზარიამ ალმაატის ქაირათი დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტიტულოვანი ყაზახური გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
"ალმაატის ქაირათი მადლობას უხდის გიორგის ბრწყინვალე თამაშისა და გუნდის მიღწევებში შეტანილი სერიოზული წვლილისთვის და კარიერის ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს", - წერს ყაზახური გუნდის ოფიციალური გვერდი.
გიორგი ზარიამ ალმაატის ქაირათში გატარებულ ორ წელიწადში ორჯერ ქვეყნის ჩემპიონატი და ერთხელ სუპერ თასი მოიგო. 59 მატჩში 16 გოლი გაიტანა, 11 საგოლე პასი გააკეთა და ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში ითამაშა.