Belive

ოფიციალურად: გიორგი გოჩოლეიშვილი კადისის ფეხბურთელია

10 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უახლოეს პერიოდში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა: გიორგი გოჩოლეიშვილი კადისში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების განაპირა მცველი კარიერას ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის წარმომადგენელ გუნდში გააგრძელებს, რომელიც ლა ლიგაში დაბრუნებისთვის ბრძოლას აპირებს.

იური ტაბატაძის გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა მეორე ქართველი ფეხბურთელის დამატება, რომელიც დონეცკის შახტარიდან ერთწლიანი იჯარით ანდალუსიაში გადაბარგდება. შეთანხმება გამოსყიდვის უფლებასაც ითვალისწინებს.

24 წლის ფეხბურთელი იბერია 1999-ის აკადემიის აღზრდილია და კარიერის განმავლობაში უკრაინული გრანდის გარდა კოპენჰაგენსა და ჰამბურგში აქვს ნათამაშები.

კადისი ახალი სეზონისთვის მესამე ქართველი ფეხბურთელის დამატებაზეც ფიქრობს და საქართველოს ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველს, ანზორ მექვაბიშვილს უმიზნებს.

სხვა სტატიები