ოფიციალურად: ჩაკვეტაძის გუნდის მწვრთნელად ძანეტი დაინიშნა
8 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის უდინეზეს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
55 წლის გერმანელი კოსტა რუნიაიჩის გათავისუფლების შემდეგ, სტადიო ფრიულის ბინადრებმა ახალგაზრდა იტალიელ მწვრთნელს გამოუცხადეს ნდობა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდს 43 წლის იტალიელი სპეციალისტი პაოლო ძანეტი ჩაიბარებს, რომელსაც ტორინოში, ატალანტაში და იტალიის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს.
პაოლო ძანეტი 12-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, რეჯიანაში, სუდტიროლში, ასკოლიში, ვენეციაში, ემპოლისა და ჰელას ვერონას შემადგენლობაში მუშაობდა.
გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი 10 ტურის შემდეგ დაგროვებული 5 ქულით მე-19 პოზიციას იკავებს.