Belive

ნონა გაფრინდაშვილისა და Netflix-ის დავა შეთანხმებით დასრულდა 

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ჭადრაკის ქართველ დიდოსტატ ნონა გაფრინდაშვილსა და ამერიკულ კინოკომპანია Netflix-ს შორის სასამართლო დავა შეთანხმებით დასრულდა.

ქართველი "ჭადრაკის დედოფალი" კომპანიას ცილისწამებასა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა, რის გამოც, კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვდა. კონკრეტულად, საქმე იმას ეხება, რომ Netflix-ს პროექტ "ლაზიერის გამბიტში", კომენტატორის მიერ ნახსენები იყო შემდეგი შინაარსის ფრაზა, რომ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს, რომელიც საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ჩემპიონია, მამაკაცთან მატჩი არასდროს ჰქონია.

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების შედეგად, კომპანია კომპენსაციის სახით, ნონა გაფრინდაშვილისთვის 5 მილიონი დოლარის გადახდას დათანხმდა.

ვეტერანი ქართველი სპორტსმენი ამ ინფორმაციას უარყოფდა და ადასტურებდა, რომ 1968 წელს თითქმის 60 მამაკაცს დაუპირისპირდა. 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, შეთანხმების დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.