ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის სახელით ასპარეზობს - მსოფლიოს ჩემპიონია. მან -90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ნიკოლოზი მთელი ჩემპიონატის განმავლობაში უშეცდომოდ ასპარეზობდა, რამაც საბოლოოდ ოქროს მედალი მოუპოვა.
ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ფინალში კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალეში დაამარცხა.