დღეს, 11 თებერვალს ჰოლანდიაში, როტერდამის 500-ქულიანი ტურნირი აიღებს სათავეს. საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე სათამაშო დღეს ჩაერთვება ასპარეზში.
ნიკას მეტოქე საკმაოდ ძლიერი 22 წლის კორეელი ჰეიონ ჩუნგი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 52-ე ნომერია, რაც მისი მცირე ჩავარდნითაა გამოწვეული.
ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის მე-20 პოზიციაზეა გამწესებული, როტერდამის ტურნირზე იგი მე-9 ნომრადაა წარდგენილი.
ბასილაშვილისა და ჩუნგის შეხვედრა 12 თებერვალს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.