Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

10 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს #1 ჩოგბურთელმა - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, ხელზე ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა.

ოპერაციას ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

"მეორე ოპერაცია დასრულებულია და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ..."

basilas-operatsia

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს მარჯვენა ხელი რამდენიმე წელია აწუხებს, რის გამოც მისთვის საყვარელ და კომფორტულ ჩოგბურთს ვერ თამაშობდა.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება კორტ ქართველი ჩოგბურთელი, თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ნიკა მსოფლიო რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითდება.

სხვა სტატიები