Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსს დაემშვიდობა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
შანხაიში მიმდინარე მასტერსზე ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საწყისი ორი რაუნდის წარმატებით დაძლევის შემდეგ მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდა. ავსტრიელი ჩოგბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, მან გასულ კვირაში პეკინში გამართული 500-ქულიანი ტურნირი წარმატებით დაასრულა, ახლა კი შანხაის ასპარეზსაც წარმატებით აგრძელებს. შეხვედრის პირველ სეტში ტიმმა ბრეიკი უმალვე მოიპოვა, თუმცა ქართველმა ჩოგბურთელმა სეტის შუაშია წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც დომინიკმა მიჯრით სამი გეიმი ჩაიწერა აქტივში და სეტი წარმატებით დახურა. მეორე სეტის პირველ გეიმს ნიკოლოზი აწვდიდა, თუმცა ჩვენებურის ოპონენტმა აღნიშნული გეიმი წარმატებით დაასრულა და უპირატესობა დასაწყისშივე მოიპოვა. ანგარიშით 4:2-ზე ტიმმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, რის შემდეგაც ბასილაშვილმა ერთი ბრეიკი აღმოფხვრა, თუმცა 5:4-ზე ტიმმა საკუთარი მოწოდება მოიგო და თამაშიც დაასრულა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:3, 6:4 დომინიკ ტიმის სასარგებლოდ. მომდევნო ეტაპზე ტიმის მეტოქე იტალიელი ჩოგბურთელი მატეო ბერეტინი იქნება.

სხვა სტატიები