ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს გამოეთიშა
საფრანგეთის ღია პირველობის 1/64-ფინალში მსოფლიოს 133-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, პორტუგალიელ მეტოქესთან, ენრიკე როშასთან (200) 5 სეტში, ანგარიშით 6:7, 6:2, 6:7, 6:2, 2:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
შეხვედრა 3 საათსა და 56 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა მატჩში 5 ეისი შეასრულა, მისმა მოწინააღმდეგემ კი - 13, ქართველმა ჩოგბურთელმა 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, პორტუგალიელმა კი - 5.
ეს ბასილაშვილისთვის წელს მეორე გრანდ სლემი იყო - ნიკამ იანვარში ავსტრალიის ღია პირველობაზეც იასპარეზა, სადაც ასევე პირველ რაუნდში დამარცხდა.
როლან გაროსის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასია - ესპანელმა შარშან ფინალში ალექსანდრ ზვერევს მოუგო.
WHAT A MOMENT!
— José Morgado (@josemorgado) May 27, 2025
21yo qualifier Henrique Rocha wins an epic 7-6(0), 2-6, 7-6(9), 2-6, 6-2 battle against Nikoloz Basilashvili to reach the 2nd round at #RolandGarros
1st Grand Slam main draw win (on debut)
5th ever 🇵🇹 man to win a singles match at RG
9th to do it at any Slam pic.twitter.com/UoXbgLeVtn