Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში კარიერის პიკზეა!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
გასულ კვირაში მიმდინარე მაიამის მასტერსზე მოპოვებული ქულების წყალობით საქართველოს პირველი ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა. მოგეხსენებათ, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს მე-19 ჩოგანი იყო, ამჟამად კი ნიკა 1930 ქულით მსოფლიო რეიტინგის მე-17 საფეხურამდეა აღზევებული, მისი უახლოესი მდევარი ფაბიო ფონინი და გაელ მონფილსი არიან 1885 და 1875 ქულებით. LIVE.GE წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზს მომდევნო ტურნირებზე.  

სხვა სტატიები