Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის 1/16 ფინალში გავიდა!

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ავსტრალიის ღია პირველობა ქართველი გულშემატკივრისთვის შესანიშნავად გრძელდება. მსოფლიოს მე-20 ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეორე რაუნდში იტალიელი მეტოქე, სტეფანო ტრავილია 5 სეტში (6:3, 3:6, 6:3, 4:6, 3:6) დაამარცხა და 1/16 ფინალში გავიდა, სადაც მსოფლიოს მე-15 ჩოგან ბერძენ სტეფანოს ციციპასს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი ავსტრალიის ღია პირველობაზე, წინა წელს დაფიქსირებული მესამე რაუნდია, წელს კი კალენდრის მიხედვით, მას აქვს შანსი 1/8-ში გავიდეს, სადაც დიდი ალბათობით ლეგენდარულ როჯერ ფედერერს შეხვდება. Live.Ge წარმატებებს უსურვებს ნიკოლოზ ბასილაშვილს სტეფანოს ციციპასთან შეხვედრაში.

სხვა სტატიები