ნიკა კაჭარავა საგარეჯოს გარეჯში ითამაშებს
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ცენტრალური ფორვარდი, ნიკა კაჭარავა კარიერას საგარეჯოს გარეჯში გააგრძელებს.
საგარეჯოელების ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, 31 წლის ფორვარდი გუნდს შეუერთდება და ამ სეზონის მეორე ნახევარს გარეჯში გაატარებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 24 მატჩის ჩამტარებელი, 3 გოლის გამტანი და 2 საგოლე პასის გამკეთებელი ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში დინამო თბილისში, ყაზანის რუბინში, ცხინვალში, როსტოვში, ეთნიკოსში, კიელჩეს კორონაში, პოზნანის ლეხში, ანორთოსისში, იეონამ დრაგონსში, ქუთაისის ტორპედოში, პანევეჟისში, სპარტაკოსსა და გაგრაში თამაშობდა.
ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონში ნიკა კაჭარავას ათ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.