ნიღაბს მოირგებს - საბა საზონოვი ატალანტასთან მატჩში განაცხადში იქნება
10 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრებისა და "ტორინოს" ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი ცხვირის ოპერაციის შემდეგ მოედანს უბრუნდება და ის შემდეგ ტურში "ატალანტას" წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ტურინელთა განაცხადში იქნება.
"ტორინოს" შემადგენლობაში ცენტრალურ მცველებს შორის შეიძლება იყოს როტაცია. საზონოვი ცხვირის ოპერაციის შემდეგ დამცავი ნიღბით იქნება წარმოდგენილი და მთავარი მწვრთნელისთვის ის უკვე ხელმისაწვდომია", - წერს Toro news.
21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ტურინელთა შემადგენლობაში 2023/24 წლების სეზონში სულ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში მოედანზე 129 წუთი გაატარა. რაც შეეხება "ტორინოს", გუნდს 16 ქულით მე-12 პოზიცია უკავია და მომდევნო მატჩს "ატალანტას" წინააღმდეგ, 4 დეკემბერს, საშინაო კედლებში გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.