Belive

"ნიჭიერია და დავაკვირდებით" - ბაიერნის სპორტული დირექტორი თორნიკე კვარაცხელიაზე საუბრობს

1 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნის სპორტული დირექტორი, კრისტოფ ფროინდი ადასტურებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ძმამ, თორნიკე კვარაცხელიამ "რეკორდმაისტერის" 17-წლამდელთა გუნდში სინჯები გაიარა.

"შემიძლია დავადასტურო, რომ თორნიკე კვარაცხელია ჩვენთან ვარჯიშობს და მატჩში მონაწილეობა მიიღო.

იმის თქმა, რომ ის უკვე ისეთივე კარგია, როგორც მისი გამორჩეული, მსოფლიო დონის ძმა, ზედმეტი იქნება, მაგრამ ის ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა და ჩვენ მის პროგრესს დავაკვირდებით", - ამბობს კრისტოფ ფროინდი.

დინამო თბილისის და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, 16 წლის თორნიკე კვარაცხელია მიუნხენელების ახალგაზრდულ (17-წლამდელთა) გუნდში სინჯებზე იმყოფება და გლობალ აკადემიის პირისპირ მატჩში (3:1) ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა.

სხვა სტატიები