Belive

"ნეაპოლში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში" - სერია A-მ კვარას ახალი ვიდეო გაავრცელა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა დოკუმენტური სიუჟეტის ეპიზოდიდან ამონარიდი გაავრცელა. ეპიზოდი ხვიჩა კვარაცხელიასა და "ნაპოლის" და იმ ისტორიას ეხება, რომელშიც 10 მილიონ ევროდ "დინამო ბათუმიდან" ნეაპოლში გადაბარგებულმა ვარსკვლავბიჭუნამ ნეაპოლს 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონობა დაუბრუნა.

ვიდეოში 23 წლის ქართველი ფეხბურთელის ინტერვიუს მონაკვეთიც თანდართულია, რომელშიც ის საქართველოს და ნეაპოლის შესახებ საუბრობს.

"სახლი ყოველდღიურად მენატრება, მაგრამ იტალიაშიც, განსაკუთრებით კი ამ ქალაქში ისე ვგრძნობ თავს, როგორც შინ. ნეაპოლი ფეხბურთისთვის ცხოვრობს. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ როგორი ბედნიერები არიან ისინი, როცა ფეხბურთს უყურებენ. ეს გასაოცარი და რაღაც საერთოდ განსხვავებულია. შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ რამეს სხვაგან ვერ ნახავთ.

ფეხბურთი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა. ორი აზრი არ არსებობს, რომ ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. მე ძალიან ბედნიერი ვარ", - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელიას 2023/24 წლების სეზონში, "ნაპოლის" შემადგენლობაში ჩატარებულ 39 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები