Belive

ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა უნიონ ბერლინის წინააღმდეგ

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში "ნაპოლი" "უნიონ ბერლინს" დაუპირისპირდება.

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მთავარ მწვრთნელს, რუდი გარსიას მონახაზი უკვე გაკეთებული აქვს და იტალიურ მედიაში ფრანგი სპეციალისტის სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაც გავრცელდა.

როგორც იტალიურ მედიაში ამბობენ, გერმანიის დედაქალაქში იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა შემდეგი შემადგენლობით უნდა ითამაშოს:

ნაპოლი: ალექს მერეტი - ჯოვანი დი ლორენცო (კ), ლეო ოსტიგორი, ნათანი, მარიო რუი - იენს კაიუსტე, სტანისლავ ლობოტკა, პიოტრ ზიელინსკი, მატეო პოლიტანო, ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი სიმეონე (4-3-3).

მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია.

"ნაპოლი" "უნიონ ბერლინს" 24 ოქტომბერს ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები