ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა მადრიდის რეალთან მატჩში
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში "ნაპოლი" მადრიდის "რეალს" უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ამ ტურნირის ყველაზე ტიტულოვან კლუბს შეხვდება - ორივე გუნდს პირველი ტურის შემდეგ 3-3 ქულა აქვს და ისინი ჯგუფის ლიდერობისათვის იბრძვიან.
მატჩის წინ იტალიურ მედიაში გავრცელდა სავარაუდო შემადგენლობა, რომლითაც იტალიის მოქმედი ჩემპიონი მეტოქეს დაუპირისპირდება და ის შემდეგნაირად გამოიყურება:
"ნაპოლი": ალექს მერეტი - ჯოვანი დი ლორენცო, ლეო ოსტიგორი, ნათანი, მარიო რუი - ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისა, სტანისლავ ლობოტკა, პიოტრ ზიელინსკი - მატეო პოლიტანო, ვიქტორ ოსიმენი, ხვიჩა კვარაცხელია (4-3-3).
"ნაპოლი" "რეალს" 3 ოქტომბერს უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.