ნაპოლი: "კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს"
"ნაპოლის" ოფიციალურმა გვერდმა გუნდის ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.
კონკრეტულად კი, ნეაპოლურმა კლუბმა საქართველოს ნაკრების 22 წლის შემტევის კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივების პერიპეტიები განმარტა და თქვა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.
"ზოგიერთი მედია საშუალება აცხადებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ჩვენს კლუბს შორის კონტრაქტის განახლების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
ეს სისულელეა. "ნაპოლიდან" არავის უსაუბრია ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ, ეს არც მაურო მელუსოს, არც მაურიციო მიშელს და არც აურელიო დე ლაურენტისს გაუკეთებიათ", - წერს "ნაპოლის" ოფიციალური გვერდი.
ხვიჩა კვარაცხელიამ 2023/24 წლების სეზონში "ნაპოლის" ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. შემდეგ მატჩს სამხრეთელები "ჯენოას" წინააღმდეგ, სტუმრად, 16 სექტემბერს გამართავენ.
Alcuni media continuano a raccontare, avendo come unica fonte gli agenti del calciatore, di presunte trattative in corso per il rinnovo di Kvaratskhelia. Si tratta di “cazzate”. Nessuno del Napoli ha mai parlato del possibile rinnovo del calciatore (il cui contratto scade tra 4…
— Official SSC Napoli (@sscnapoli) September 5, 2023