Belive

მურთაზ ხურცილავა იუბილარია - გავიხსენოთ პელესთან შეხვედრის ისტორია

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"დინამო თბილისის" და საბჭოთა კავშირის ვეტერანი ცენტრალური მცველი და კაპიტანი, ლეგენდარული მურთაზ ხურცილავა 5 იანვარს იუბილარია. მას 81 წელი შეუსრულდა.

რამდენიმე თვის წინ, მურთაზ ხურცილავამ ჩვენთან ინტერვიუში, მის კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტი, პელესთან და ბრაზილიის ნაკრებთან შეხვედრა გაიხსენა, რომლიდანაც მცირე ამონარიდს გთავაზობთ.

"მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა. მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ნაკრებში პირველად მიმიწვიეს.

მთელი ყურადღება პელეს მიმართ იყო მიპყრობილი. ღამითაც ამაზე ვფიქრობდი. შემდეგ მწვრთნელებმა თავის ოთახში დამიძახეს და მის თვისებებსა და ძლიერ მხარეებს მიხსნიდნენ. ჩემი აზრით, მას ნაკლოვანება არ ჰქონდა, ყველაფერში ძლიერი იყო: სისწრაფე, ორივე ფეხით და თავით თამაში, მოედნის ხედვა...

ყოველთვის, როცა ბურთით იმყოფებოდა და თავისზე უკეთეს პოზიციაში მყოფ პარტნიორს დაინახავდა, გადაცემას უკეთებდა. გსიამოვნებდა, რომ პელესთან თამაშობდი.

იყო ერთი მომენტი, როცა პელეს გადაცემა გაუკეთეს და მე მასთან წავედი, მინდოდა, რომ დამესწრო, ბურთს თავზე მიგდებს, მე ვტრიალდები და ჰაერში მაკრატელათი ვურტყამ ბურთს... ეს დაუვიწყარი მომენტია.

ნებისმიერი ქვეყნის თავდამსხმელთან მითამაშია, მაგრამ მსგავსი არავინ შემხვედრია. მე ასეთი მახსოვს პელე და მასზე წინ ვერავის დავაყენებ", - იხსენებს ლეგენდარული ფეხბურთელი.

სხვა სტატიები