Belive

მსოფლიო ჩემპიონატი - II დღე: პირველი ეტაპი სამივე ქართველმა წარმატებით გადალახა

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 26 აგვისტოს, სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღემ, სადაც მამაკაცებში -66 კგ წონით კატეგორია, ხოლო ქალებში -52 კგ წონით კატეგორია ასპარეზობენ.მამაკაცებში საქართველოს ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი იცავენ, ხოლო ქალებში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი. ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთო და მისი მეტოქე ეგვიპტელი აჰმედ აბელრაჰმანი იყო, რომელიც მან მარტივად დაამარცხა და მე-3 რაუნდში გავიდა, სადაც მისი მეტოქე სამხრეთ კორეელი - ლიმჰვან კიმი იქნება. ბაგრატ ნინიაშვილი ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე 19 წლის გვინეელი - მუსა კაბა იყო, რომელიც ქართველმა მარტივად დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ავსტრალიელი - ნათან კაცი იქნება. რაც შეეხება ტატიანა ლევიცკა-შუკვანს, იგიც ნინიაშვილის მსგავსად ბრძოლაში პირველივე ეტაპზე ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე პოლონელი - ალექსანდრა კალეტა იყო, მან მარტივად გადალახა პოლონური ბარიერი და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ვიეტნამელი - თუი ნიუგენი იქნება.

სხვა სტატიები