Belive

მომავალი მეტოქე: რა ვიცით ტაილანდის ნაკრების შესახებ?

7 თვის წინ ქართული სპორტი
5 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 12 ოქტომბერს 2023 წლის მეორე ამხანაგურ მატჩს ტაილანდის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გასამართი შეხვედრის დაწყებამდე, შევეცდებით, ჩვენი მეტოქე უკეთ გავიცნოთ და მათ ისტორიას გადავხედოთ.

ტაილანდის საფეხბურთო ნაკრები

დაარსება: 1948

ფეხბურთის ფედერაცია: 1906 წელს, ბანგკოკში დაარსდა

ფიფას წევრი: 1925

აზიის საფეხბურთო კონფედერაციის წევრი: 1954

ფიფას რეიტინგი: 112 (2023 წლის 21 სექტემბრის მონაცემებით)

უმაღლესი რეიტინგი: 43 (1998 წლის სექტემბერი)

ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 165 (2014 წლის ოქტომბერი)

საშინაო არენა: რაჟამანგალა არენა (ბანგკოკი, ტაილანდი)

მეტსახელი: სპილოები

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრ (მანო) პიოლკინგი (ბრაზილია-გერმანია)

კაპიტანი: კრიშტადა კამანი

 სტატისტიკა

პირველი მატჩი: ტაილანდი - ჩინეთი - 1:6 (ბანგკოკი, ტაილანდი, 1948 წლის 20 აგვისტო)

ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება: ტაილანდი - ბრუნეი 10:0 (ბანგკოკი, ტაილანდი, 1971 წლის 25 მაისი)

ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: დიდი ბრიტანეთი - ტაილანდი - 9:0 (მელბურნი, ავსტრალია, 1956 წლის 30 აგვისტო)

ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: კიასტისუკ სენემაუნი (134)

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: კიასტისუკ სენემაუნი (71)

მონაწილეობა აზიის თასზე: 8 (პირველად 1972 წელს), საუკეთესო შედეგი - მესამე ადგილი 1972 წელს

აზიის საფეხბურთო ფედერაციების ჩემპიონატი: მონაწილეობა 14-ჯერ, (პირველად 1996 წელს), ჩემპიონი - 7-ჯერ

შეიძლება იყოს 11 ადამიანი, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „TOYOTH 8“ გამოსახულება

ისტორია

ტაილანდის საფეხბურთო ნაკრები საკუთარ რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ყველაზე წარმატებულ ნაკრებად მიიჩნევა, რომელმაც რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების ჩემპიონატის მოგება 7-ჯერ მოახერხა, უფრო მაღალ დონეზე კი აზიის თასზე მესამე ადგილის დაკავება შეძლო, როცა ტურნირის მასპინძელიც გახლდათ. გარდა ამისა, ტაილანდის ნაკრებმა ორჯერ დაიკავა მეოთხე ადგილი აზიურ თამაშებში და ორჯერ ოლიმპიურ თამაშებზეც ითამაშა. კონტინენტური ტიტული ან ყველაზე გლობალურ საფეხბურთო ფორუმზე მონაწილეობა კი ამ ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტაილანდის ნაკრებს არასდროს უთამაშია, გუნდი მუნდიალზე მოხვედრასთან ორჯერ იყო ახლოს: 2002 და 2018 წლებში, როცა საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში დამარცხდა.

ტაილანდის ნაკრების სათამაშო ეკიპირების ძირითადი ფერები წითელი და ლურჯია, თუმცა ისტორიას გამონაკლისი შემთხვევებიც ახსოვს, მაგალითად 2007 წელი, როცა მეფე ბუმიბოლ ადულიადეჯის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნულმა გუნდმა ყვითელი ფერით ითამაშა, რაც სამეფო ფერია.

ტაილანდის ყველაზე დიდი მეტოქე მალაიზიის ნაკრებია, რომელთანაც 97 მატჩი აქვს გამართული. სანამ მალაიზია საფეხბურთო სკანდალში მოხვდებოდა, რამაც ქვეყანაში ფეხბურთის განვითარება 1990-იანი წლებიდან 2018 წლამდე შეასუსტა, მალაიზია ტაილანდისთვის რეგიონში ყველაზე შემაშფოთებელი და რთული მეტოქე იყო. მიუხედავად საფეხბურთო სკანდალისა, ტაილანდს მალაიზიელები საკუთარ მოედანზე 1971 წლის შემდეგ არ დაუმარცხებია.

საშინაო მატჩების უმეტეს ნაწილს ტაილანდის ნაკრები რაჯამანგალას ეროვნულ სტადიონზე ბანგკოკის ბანგ კაპის რაიონში ატარებს. არენა, რომელიც 1998 წლის აზიის ოლიმპიური თამაშებისთვის აშენდა, ყველაზე დიდი სპორტული ინფრასტრუქტურული ობიექტია მთელს ქვეყანაში და მისი ტევადობა 49 749 ადამიანია.

 

შეიძლება იყოს 4 ადამიანი, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება

შემადგენლობა

ტაილანდის საფეხბურთო ნაკრები უმეტესად შიდა ჩემპიონატის და აზიის სხვადასხვა ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ევროპაში კი ერადერთი მოთამაშე, ნიკოლას მიკელსონი თამაშობს, რომელიც ნორვეგიაშია დაბადებული, თუმცა ისტორიული სამშობლოს ღირსებას იცავს. 24 წლის ფეხბურთელი ამჟამად დანიური "ოდენსეში" თამაშობს.

ტაილანდის ნაკრების ფეხბურთელების საშუალო ასაკი 25.3 წელია. ნაკრებში სამი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომლის ასაკიც 30 წელიწადს აღემატება, ხოლო 10 მოთამაშე 24 წლის და უფრო ნაკლები ასაკისაა.

​მთავარი მწვრთნელი

ტაილანდის ნაკრებს საინტერესო ფიგურა, წარმოშობით გერმანელი, თუმცა ბრაზილიაში დაბადებული, ალექსანდრ, იგივე მანო პიოლკინგი წვრთნის. მიუხედავად იმისა, რომ ის რიო დე ჟანეიროში დაიბადა, კარიერა გერმანიაში, "ფიხტეში" დაიწყო, მოგვიანებით კი "დარმშტადს" შეუერთდა. მისი, როგორც ფეხბურთელის არც ისე ხანგრძლივი კარიერა კვიპროსში, ჯერ ნიქოზიის "აპოელის" შემდეგ კი ამავე ქალაქის "ოლიმპიკაოსის" შემადგენლობაში თამაშით დასრულდა.

მანო პიოლკინგმა სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს დაიწყო და საუდის არაბეთში, აზერბაიჯანსა და შემდეგ უკვე ტაილანდის ჩემპიონატის გუნდებში მუშაობდა. 2011-13 წლებში ის ტაილანდის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ, შემდეგ ჩემპიონატში დასაქმდა, 2021 წლის 28 სექტემბრის შემდეგ კი ქვეყნის ეროვნულ გუნდს უკვე თავკაცად მოევლინა. მან ტაილანდის ნაკრებს 33 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც 20 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა და 8-ში დამარცხდა.

აზიის ფეხბურთის ფედერაციების ჩემპიონატში მან ტაილანდის ნაკრებთან ერთად ოქროს მედალი ორჯერ, 2019/20 და 2021/22 წლების სეზონში მოიპოვა.

საქართველოსა და ტაილანდის ნაკრების მატჩი 12 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეიძლება იყოს 2 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები გამოსახულება

სხვა სტატიები