Belive

მიქაუტაძე და 3 დებიუტანტი - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

5 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 25 მარტს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სკავალიფიკაციო ეტაპს იწყებს. წლის სადებიუტო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები სტუმრად შვედეთში გამართავენ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის - ვილი სანიოლის დებიუტი შედგება. შვედეთის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს ჩვენი გუნდი სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. მიმდინარე თვეში დაგეგმილი მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრები 22 მარტიდან თბილისში შეიკრიბება. ვილი სანიოლმა საკვალიფიკაციო ეტაპის სამ ოფიციალურ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 25 ფეხბურთელი გამოიძახა. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე დებიუტანტია. საფრანგეთში დაბადებული ბელგიური სერენის 20 წლის თავდამსხმელი - გიორგი მიქაუტაძე, თბილისის ლოკომოტივის 20 წლის მეკარე - გიორგი მამარდაშვილი, ბათუმის დინამოს 24 წლის მარჯვენა მცველი - გრიგოლ ჩაბრაძე და ავსტრიული ვოლფსბერგის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე.

🇬🇪 ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. 🔗 ვრცლად - bit.ly/3tocBz1Posted by საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • Georgian Football Federation on სამშაბათი, 16 მარტი, 2021

სხვა სტატიები