Belive

"მინდა რომ დარჩეს, თუმცა წასვლა მას 3 ნაბიჯით წინ წასწევს" - საბა საზონოვის მწვრთნელმა პოტენციურ ტრანსფერზე ისაუბრა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა მარსელ ლიჩკამ, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის "ლიონში" პოტენციური ტრანსფერის შესახებ ისაუბრა.

"მწვრთნელის პოზიციიდან, რა თქმა უნდა მსურს, რომ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები შევინარჩუნო და ეს ჩემი მოვალეობაცაა. როგორც მწვრთნელი ვისურვებ, რომ საბა და ზახარინი დარჩნენ, მაგრამ როგორც ადამიანი ყველაფერს საუკეთესოს და წარმატების მიღწევას ვუსურვებ.

თუ საბა ლიონში წავა, ეს მისი კარიერისთვის არა უბრალოდ წინ გადადგმული ნაბიჯი, არამედ სამი ნაბიჯი იქნება", - თქვა საზონოვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა.

საბა საზონოვს, რომლის მიმართაც უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ევროპული ფეხბურთის სკაუტების ინტერესი გაიზარდა, ამჟამად მსურველთა სიაში ისეთი კლუბები ჰყავს, როგორებიც იტალიის სერია A-ში მოთამაშე “ფროზინონე”, “უდინეზე”, “საუოლო”, “ლაციო” და ფრანგული ფეხბურთის გრანდი "ლიონია". ცოტა ხნით ადრე, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის წარმომადგენელი “ჰამბურგის” სახელიც აქტიურად ჟღერდა.

21 წლის ფეხბურთელს მოსკოვის “დინამოსთან” კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები