მეტოქის 23-კაციანი განაცხადი: სომხეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის ჩასატარებელი პლეი-ოფის მატჩებისთვის, საქართველოს ნაკრების მეტოქის, სომხეთის შემადგენლობა ცნობილია.
ჩვენი გუნდის მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
სომხეთის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ოგნიენ ჩანჩარევიჩი ("ნოა"), არსენ ბეგლარიანი ("ვანი"), ჰენრი ავაგიანი ("არარატ-არმენია");
მცველები: ვარაზდატ ჰაროიანი ("პიუნიკი"), ჰოვანეს ჰამბარცუმიანი, სერგეი მურადიანი ("ნოა"), კამო ჰოვანსიანი, ედგარ გრიგორიან ("არარატ-არმენია"), ნაირ ტიკნიზიანი (მოსკოვის "ლოკომოტივი"), სტიოპა მკრტჩიანი ("ოსიეკი"), გეორგი არუთუნიანი ("პუშკაშის აკადემია");
ნახევარმცველები და თავდამსხმელები: ტიგრან ბარსეგიანი (ბრატისლავის "სლოვანი"), ვაჰან ბიჩახჩიანი (ვარშავის "ლეგია"), ედგარ სევიკიანი (მოსკოვის "ლოკომოტივი"), არტურ სერობიანი (ტირასპოლის "შერიფი"), უგოჩუკვუ ივუ (ყაზანის "რუბინი"), არტურ მირანიანი ("უნივერსიტატეა კლუჟი"), ნარეკ გრიგორიანი ("ფარულ კონსტანცა"), გრანტ-ლეონ რანოსი ("კაიზერსლაუტერნი"), გორ მანველიანი, არტაკ დაშიანი ("ნოა"), სოლომონ უდო ("პიუნიკი"), ნიკოლას კალუკიანი ("ურარტუ");
საქართველოს ნაკრები სომხეთს 20 მარტს სტუმრად, ერევანში შეხვდება, 23 რიცხვში კი თბილისში უმასპინძლებს.