მესამე ქართული კლუბი | ანდრეი დემჩენკო ეროვნულ ლიგაში ბრუნდება
7 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს გასული ორი სეზონის ჩემპიონ გუნდს, იბერია 1999-ს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაციას Geo Team ავრცელებს და წერს, რომ ანდრეი დემჩენკო გუგა ნერგაძეს შეცვლის.
გუგა ნერგაძის ხელმძღვანელობით იბერია 1999-მა ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ ჩემპიონობის მოპოვება მოახერხა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის საწყისი საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, ანდრეი დემჩენკო, გუნდს უახლოეს პერიოდში ჩაიბარებს.
იბერია 1999 საქართველოს ეროვნულ ლიგაში 17 ტურის შემდეგ გათამაშების ლიდერია და შემდეგი მატჩი უახლოეს მდევარ რუსთავთან 17 ივნისს უნდა გამართოს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.