"მეგობრებს დავურეკე, ეს ბიჭი დაიმახსოვრეთ, ლიგას დაანგრევს" - ოსტიგორი კვარაზე საუბრობს
3 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ნაპოლიში თამაშის დროს ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა, ლეო ოსტიგორმა საქართველოს ნაკრების კაპიტანთან, თამაშის პერიოდი გაიხსენა. ნორვეგიელმა ცენტრალურმა მცველმა თქვა, რომ როცა გუნდში მივიდა, საქართველოს და კვარას შესახებ არაფერი იცოდა, მაგრამ საწყის კვირაშივე ხვიჩას თამაშით გაოგნდა.
"სანამ ნაპოლისთან კონტრაქტს გავაფორმებდი, სპორტულ დირექტორს ვესაუბრე. მითხრა: ერთ ბიჭს ვიმატებთ საქართველოდან, ის ჩემპიონობას მოგვაპოვებინებსო.
გავოგნდი: რა, საქართველოდან? ეს რა ქვეყანაა, არასდროს მსმენია მეთქი. თუმცა, სადებიუტო სავარჯიშო კვირის შემდეგ ყველაფერს მივხვდი. მახსოვს, ჩემს მშობლიურ ქალაქში მეგობრებს დავურეკე და ვუთხარი: ბიჭებო, ეს სახელი დაიმახსოვრეთ, ეს ბიჭი ლიგას დაანგრევს.
მისი საფირმო ცრუ მოძრაობები... სანამ საწყის ნახევარ წელიწადში მეტოქეები მის სტილს გაუგებდნენ, ეს უბრალოდ მათთვის დაცინვა იყო. გუნდები მინდორზე წვებოდნენ და „ბალახს ჭამდნენ“. რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. ვარჯიშებზე ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახლდათ: წარმოუდგენელ რაღაცებს სჩადიოდა. იტალიელი მოთამაშეები ეუბნებოდნენ, მარტივად ითამაშე, ბურთი მოგვეციო, ის კი უბრალოდ ყველას ატყუებდა. როცა მოუნდებოდა, დრიბლინგს წამოიწყებდა და 30 მეტრიდან ბურთს ცხრიანში ჩააჭედებდა ხოლმე.
ის 10 წლის წინანდელ ფეხბურთელს ჰგავს, იმ ტიპაჟს, რომელსაც დღეს ვეღარ შეხვდებით. ახლა, როცა მას უყურებ, უბრალოდ გსიამოვნებს, რადგან ის ნამდვილია", - ამბობს ლეო ოსტიგორი.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ლეო ოსტიგორმა ერთად ნაპოლის შემადგენლობაში 33 მატჩში მიიღეს მონაწილეობა და ნაპოლის ისტორიაში მესამე სკუდეტო მოაგებინეს. ამჟამად სკანდინავიელი ფეხბურთელი ჯენოას შემადგენლობაში თამაშობს.