Belive

მათე სანიკიძემ წონა ჩააბარა და ჩემპიონის ქამრის დასაცავად მზადაა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

Oktagon MMA-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ქართველმა ჩემპიონმა - მათე სანიკიძემ, წონა წარმატებით ჩააბარა და ტიტულის დაცვისთვის მზადაა.

30 ივლისს, გამთენიისას, მათე სანიკიძე (9:2) ბელგიელ ლოსენე კეიტას (11:0) დაუპირისპირდება და ქვემსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულის დაცვას შეეცდება. მოახლოებული ბრძოლის წინ, მათე სანიკიძემ წონა წარმატებით ჩააბარა, რასაც ვერ ვიტყვით მის მეტოქეზე, რომელსაც 2-საათიანი საშეღავათო პერიოდი მიეცა, რათა 200 გრამი დაეკლო. 

მათე სანიკიძისა და ლოსენე კეიტას ბრძოლა, 30 ივლისს, დაახლოებით 01:30 საათზე დაიწყება.