Belive

მარიო ბალოტელი: "ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ფენომენალური იყო"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გამოცდილმა იტალიელმა თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ, რომელიც ამჟამად "ადანა დემირსპორში" თამაშობს, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ეს აბსურდია. ხვიჩა კვარაცხელიას "ვერონასთან" პენალტი როგორ არ დაუდეს. კომენტარის გაკეთებას აზრი აღარ აქვს, მაგრამ რას აკეთებენ VAR-ის ოთახში? საკმარისია, ეს უკვე გაუსაძლისია.

რაც შეეხება თავად ქართველი ფეხბურთელის გოლს, ეს ნამდვილად ფენომენალური იყო. ის თითქოს თამაშის დროს კარს არასდროს უყურებს, ეს კი მის გოლს უფრო მეტად ლამაზს ხდის", - თქვა 33 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და იტალიურ მედიასთან აქტიურად თანამშრომლობს.

22 წლის ქართველ ვარსკვლავს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 29 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება მის გუნდს, "ნაპოლის" 22 ტურის შემდეგ იტალიის სერია A-ში 35 ქულა აქვს დაგროვებული და მეშვიდე პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს "პარტენოპეი" 11 თებერვალს, "სან სიროზე", "მილანთან" გამართავს.

სხვა სტატიები