Belive

ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელი: "ტილის ტრავმასთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ლუქსემბურგის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ოლივიე ტილის ტრავმასთან დაკავშირებით, ექიმებს ოპტიმისტური განწყობა აქვთ, თუმცა ყოველდღიურად უნდა დავაკვირდეთ გაუმჯობესებას. ასევე, ირკვევა, რომ მარვინ მარტინსი ტრავმას წინასწარ ნავარაუდებზე უფრო ადრე მოიშუშებს. თუმცა, სიგიჟეს არ გავაკეთებთ და ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ 100%-ით მზად იქნება, მეორე მატჩისთვის არ გავრისკავთ.

მატიას ოლსენმა ვარჯიში დაიწყო და გარკვეული გარანტიები მომცა, მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცით თუ რამდენი დროის განმავლობაში სათამაშოდ იქნება მზად", - თქვა ლუქსემბურგის ნაკრების ხელმძღვანელმა.

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებები ერთმანეთს 21 მარტს, თბილისში შეხვდებიან. "დინამო არენაზე" გასამართი მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები