Belive

ლუკა მაისურაძე მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალშია!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დღეს, 28 აგვისტოს, დილის 05:00 საათზე სტარტი აიღო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის რიგით მე-4 დღემ, სადაც მამაკაცებში -81 კგ წონით კატეგორია და ქალებში -63 კგ წონით კატეგორია ასპარეზობენ. -81 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას 21 წლის ლუკა მაისურაძე იცავს. ლუკასთვის ეს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი არის. ლუკა მაისურაძე D ბადეში მონაწილეობს. ახალგაზრდა ქართველი განუთესავი იყო და იგი პირველივე ეტაპიდან ჩაერთო ბრძოლაში. ლუკა მაისურაძე პირველ ეტაპზე სამოელი – პანიამინა პერსივალი დაამარცხა. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი მებრძოლი მეორე ეტაპზე თურქ – ვედატ ალბაირაკს შეხვდა, რომელიც განთესილი იყო და მეორე ეტაპიდან ჩაერთო საქმეში. თურქული ბარიერის გადალახვაც შეძლო ლუკამ და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე მონღოლი – უუგანბაატარ ოტგონბაატარი იყო. ლუკამ მონღოლი ძიუდოისტიც დაამარცხა და მე-4 ეტაპზე 1/8 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბელგიელი - სემი ჩოუჩი იყო. ლუკამ სემი ჩოუჩიც დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ეგვიპტელი - მოჰამედ აბდელაალი იქნება.

სხვა სტატიები