დღეს სტარტი აიღო მინსკის ევროპული თამაშების მეორე დღე, სადაც ძიუდოში საქართველოს სახელით 2 სპორტსმენი ასპარეზობს. ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და ლუკა მაისურაძე (-81 კგ).
ლუკა მაისურაძემ მესამე ეტაპზე უმძიმეს ბრძოლაში წარმოშობით ქართველ - ანრი ეგუტიძესთან გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბრიტანელი - სტუარტ მაკვეიტი იქნება.