ლუკა გადრანი ისრაელის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დასახელდა
1 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა გადრანი ისრაელის ჩემპიონატში გამოარჩიეს.
ბეითარ იერუსალიმის ქართველი ფეხბურთელი ისრაელის ჩემპიონატის საუკეთესო მცველად დასახელდა. მას აღნიშნული ჯილდო ჩემპიონატის ფინიშის შემდეგ, ტრადიციულ, ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გადასცეს.
ლუკა გადრანს ჯილდო ისრაელის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციისა და მედია საშუალება ONE-ის ვერსიით გადასცეს.
29 წლის ქართველი ფეხბურთელი ისრაელის წარმომადგენელ ბეითარ იერსუსალიმს ალმაატის ქაირათიდან 2025 წლის სექტემბერში შეუერთდა და 30 მატჩში 1 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ლუკა გადრანის გუნდი ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და მონაწილეობა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა მიიღოს.