Belive

ლუკ ჰოლცი: "თბილისში მსაჯების მხრიდან ბევრი უსამართლობა იყო, ეს ყველაზე მწარეა"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლუქსემბურგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში, საქართველოსთან წაგება (0:2) გაიხსენა.

"საქართველოში წაგება ყველაზე მწარე აბია, რომელიც დღემდე მიმიღია. ოღონდ არა თავად შედეგის, არამედ იმის გამო თუ როგორ წავაგეთ.

ვაღიარებ, რომ პირველ ტაიმში ჩვენ დაცვიდან ვითამაშეთ. არსებობს წესები, რომლებსაც პატივი უნდა სცენ და დაიცვან. რატომ არ გამოიძახა VAR-მა მსაჯი 36-ე წუთზე მიკა პინტოსთან ორთაბრძოლაში დარღვევის გადასახედად? ჩვენ ვსაუბრობთ ჯარიმაზე, რომელიც წითელი ბარათით უნდა დასჯილიყო და უპირატესობა გვქონოდა. ამის მერე ნამდვილად სხვა მატჩი იქნებოდა.

სავარაუდო უხეში შეცდომის გამო მაქსიმ შანო გაგვიძევეს და გოლი გაგვიუქმეს. ძალიან ბევრი უსამართლობა დაფიქსირდა და სწორედ ეს მაწუხებს.

მე მირჩევნია 0:4 წაგვეგო, ასეთი მარცხი უფრო ძნელი მისაღებია, რადგან თანაბარი შანსები გვქონდა. ფეხბურთელებს სჯეროდათ ევრო 2024-ზე მოხვედრის და ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უნიკალური შესაძლებლობა იყო. ზოგიერთი შეიძლება ამას არ აღიარებს, მაგრამ ამის გამო წნეხს გრძნობდნენ, თანაც თბილისში, ასეთ ატმოსფეროში თამაში იოლი არაა. მაშინ სინანი დაგვაკლდა. ის კარგია ხაზებს შორის და ბურთს ინარჩუნებს, მეტოქის მესამედში კი ძალიან ეფექტურია. მის გარეშე ჩვენი თამაში არ იყო იგივე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველოსაც აკლდა კვარა.

ვინც მიცნობს, იცის, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც წინ იყურება, მაგრამ ამჯერად გვერდის ავლა რთულია. ჩემი განწყობა დღითიდღე უმჯობესდება. ხუთი დღის შემდეგ ყაზახეთთან (2:1) გამარჯვებით და შესანიშნავი პირველი ტაიმით ხასიათი გამოვისწორეთ", - თქვა ლუკ ჰოლცმა.

საქართველომ ლუქსემბურგს ბუდუ ზივზივაძის დუბლით (2:0) აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო და დიდი ტურნირის ფინალური ეტაპის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.

სხვა სტატიები