ლუის დე ლა ფუენტე: "საქართველოსთან რთულ მატჩს ველოდები და რეკორდებზე არ ვფიქრობ"
3 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში, საქართველოსთან მატჩის წინ, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე პრესკონფერენციას მართავს და ჟურნალისტების შეკითხვებს მოახლოებული მატჩის შესახებ პასუხობს.
"საქართველოს ნაკრებთან რთულ შეხვედრას ველოდებით. მეტოქეს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, ისევე, როგორც ჩვენ. საქართველოს ნაკრები მაღალი დონის გუნდია. ვნახოთ, როგორი მატჩი გველოდება.
ამ შესარჩევში გოლი არ გაგვიშვია და თუ შესარჩევ ეტაპს ასე ჩავატარებთ, კმაყოფილები ვიქნებით, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა არა სტატისტიკა, არამედ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა.
ლამინე იამალი, როდრი, გავი, პედრი, ტრავმირებულები არიან და უნდა ვილოცოთ, რომ მეტი ფეხბურთელი აღარ დაზიანდეს და მსოფლიოს ჩემპიონატს სრულფასოვნად მზად შევხვდეთ. ლამინე იამალს 7-დან 10 დღემდე გამოტოვება მოუწევს. კონცენტრირებულები ვართ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ახლა ნაკრებში გამოძახებულები არიან.
გვინდა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა საქართველოს ნაკრებთან მატჩი შთამბეჭდავი გამოდგეს.
გვინდა, რომ გავუმჯობესდეთ და უკეთესები გავხდეთ. საქართველოსთან რთული მატჩი გველოდება და მხოლოდ საკუთარი შედეგის გაუმჯობესებაზე ვართ კონცენტრირებულები, ნაცვლად იმისა, რომ წაუგებელ სერიასა და ნაკრებზე ვიზრუოთ", - ამბობს ლუის დე ლა ფუენტე.
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს 15 ნოემბერს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უნდა უმასპინძლოს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე უნდა დაიწყოს.