Belive

ლუჩიანო სპალეტი: "რუდი გარსიას დიდ პატივს ვცემ, ის გაწონასწორებული ადამიანია"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"ნაპოლის" ყოფილმა და იტალიის ნაკრების ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ ნეაპოლიტანელთა თავკაცის, რუდი გარსიას შესახებ ისაუბრა, რომელსაც მედია სამხრეთში დიდხანს გაჩერებას არ უწინასწარმეტყველებს.

"ვიცოდი, რომ "ნაპოლის" შესახებ შეკითხვას დამისვამდით და ამისთვის წინასწარ მოვემზადე. ვფიქრობ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან, საკლუბო ფეხბურთზე კომენტარის გაკეთება არასამართლიანი იქნება.

გარსიას დიდ პატივს ვცემ, მან აჩვენა, რომ წესიერი და გაწონასწორებული ადამიანია. პირველივე მატჩებიდან, მისი საქმიანობის, წინა მწვრთნელების გაკეთებულ საქმესთან შედარება, არასამართლიანად მიმაჩნია", - თქვა "სკუადრა აძურას" ხელმძღვანელმა, სანაკრებო პრესკონფერენციის დროს.

რუდი გარსიამ, რომელმაც ლუჩიანო სპალეტი ისტორიული სეზონის მოგების შემდეგ, 2023 წლის ზაფხულში შეცვალა, გუნდს 16 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა 8 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 4-ში დამარცხდა.

სხვა სტატიები