Belive

ლევანტემ ქოჩორაშვილი ესპანეთის მესამე ლიგაში გაანათხოვრა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას ესპანეთის მესამე ლიგის წარმომადგენელ კლუბში გააგრძელებს - "ლევანტემ" ქართველი ფეხბურთელი კასტელონში გაანათხოვრა.

როგორც ცნობილია, ქართველ ნახევარმცველთან კონტრაქტი "კასტელონმა" 2023 წლის ივნისამდე გააფორმა.

ქოჩორაშვილი "ლევანტეს" აკადემიაში 2019 წლის ივლისში მოხვდა (44 მატჩი, 3 გოლი). ძირითად გუნდში გადასვლის შემდეგ, 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 6 ჩატარებული მატჩი და 1 გოლია.

"კასტელონი" ესპანეთის მესამე ლიგაში, კერძოდ კი პრიმერა FFEF-ის მეორე ჯგუფში ასპარეზობს და პირველ ტურში განცდილი მარცხის შედეგად, მე-15 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები