Belive

ლევან კუტალიას საგოლე პასი და წითელი ბარათი კონფერენს ლიგაზე

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, სომხურმა "ალაშკერტმა" "დებრეცენი" სტუმრად, ძირითად დროში ანგარიშით - 2:1 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში ფრე - 2:2 დაფიქსირდა. დამატებითი ტაიმები ფრედ დასრულდა, გამარჯვებული კი პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც უნგრელებმა - 3:1 იმარჯვეს.

სომხური კლუბის შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 61-ე წუთზე შემოვიდა ქართველი თავდამსხმელი, ლევან კუტალია, 67-ზე საგოლე პასი გააკეთა, ხოლო 87-ე წუთზე მოედნის ცენტრში უხეშობის გამო მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

ლევან კუტალია სომხეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ გუნდს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში შეუერთდა და ეს მისთვის მეოთხე მატჩი და პირველი საგოლე პასი იყო.

სხვა სტატიები