Belive

ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტი - დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. დავით ხახალეიშვილს გულის პრობლემები ჰქონდა, მას ცოტა ხნის წინ მინსკში ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, სეფსისი განუვითარდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ხახალეიშვილი ქართული ძიუდოს ლეგენდა იყო. იგი იყო მსოფლიოს ორგზის მეორე (1991, 1993) და ორგზის მესამე (1993, 1995) პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (1993, +95 და აბსოლუტური, 1996, +95) და მესამე პრიზიორი (1990), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სამბოში (1996, 1997), სსრკ სპარტაკიადის (1991) და სსრკ ჩემპიონი (1991) ძიუდოში, დსთ-ის ჩემპოიონი (1992). დავით ხახალეიშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადა საქართველოს დროშის ქვეშ მოიგო (1992, ბარსელონა). XXVI ოლიმპიურ თამაშებში (1996, ატლანტა), ერთ-ერთ ფავორიტად განთესილი ხახალეიშვილი, აწონვაზე დაგვიანების გამო შეჯიბრებიდან მოხსნეს. იგი ასევე დაჯილდოვებულ იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერიით. Live.ge-ს რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული ქართველი ძიუდოისტის გარდაცვალებაზე.

სხვა სტატიები