ლეგენდარული კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა
1 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
75 წლის ასაკში ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა და ოქროს ბურთის ორგზის გამარჯვებული, კევინ კიგანი გარდაიცვალა.
"ღრმა მწუხარებით გვინდა გავავრცელოთ ინფორმაცია, რომ 75 წლის ასაკში კევინ კიგანი გარდაიცვალა.
კევინი, ოქროს ბურთის ორგზის მფლობელი, საყვარელი მეუღლე, მამა და ბაბუა გახლდათ. ოჯახს სურს მადლობა გადაუხადოს კევინის საოცარ სამედიცინო გუნდს გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს უაღრესად მძიმე პერიოდია და ოჯახი საზოგადოებას პირადი სივრცისა და სიმშვიდის პატივისცემას სთხოვს", - ნათქვამია კიგანის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კევინ კიგანი ლივერპულის, ჰამბურგის, საუთჰემპტონის, ნიუკასლის და ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა. მას უეფას ჩემპიონთა ლიგა, 3-ჯერ პრემიერ ლიგა, ორჯერ უეფას თასი და ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო, ოქროს ბურთი ორჯერ აქვს მოგებული.